2016 წლის 16 დეკემბერს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის (დტსუ) სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის (SYSSA) ორგანიზებით მედიქლაბჯორჯია-ში ჩატარდა “VI სამეცნიერო სესია: ა. ნობელის დღე - პრევენციული მედიცინა”. კონფერენციაზე მონაწილეობას იღებდნენ დტსუს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის(თსსუ) სტუდენტები და სპეციალური სტუმარი, პროფესორი ნანა ცხაკაია. სესია გახსნა პროფ. ნია ბრეგვაძე-თაბაგარმა, რომლის შემდგომაც ბ-მა გიორგი გოცაძემ, MediclubGeorgia-ს სამედიცინო დირექტორმა მიმართა დამსწრე საზოგადოებას და MediclubGeorgia-ს სტიპენდიით დააჯილდოვა დტსუს VIკურსის სტუდენტი, გიორგი საბახტარიშვილი. დაჯილდოვების შემდგომ, პროფესორმა სერგო თაბაგარმა მიმართა დამსწრე საზოგადოებას და დტსუს IV კურსის სტუდენტი, ავთანდილ ქოჩიაშვილი, დააჯილდოვა წლის სტუდენტის ჯილდოთი. დტსუ-ს სტიპენდია გადაეცათ დტსუ-ს სტუდენტებს: დინა ადელ ეშაკ ნაზირ, ანა სინაურიძე, ავთანდილ ქოჩიაშვილი, თამარ რატიშვილი და ნინო ღუდუშაური. დაჯილდოვების შემდგომ, სტუდენტებმა გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას მათი გამოცდილებები საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის: Ernst Klenk Symposium 2017, iMed Conference 9.0, Neuroscience 2017. სიტყვით გამოვიდა ასევე SYSSA-ს პრეზიდენტი, ავთანდილ ქოჩიაშვილი. სესია შედგებოდა ზეპირი მოხსენებებისაგან, თემაზე „პრევენციული მედიცინა“ და სპეციალური მოხსენებებისგან AIVA-ს მოწვეული სტუმრებისა და პროფესორ ნანა ცხაკაიას მიერ. სამეცნიერო სესიის დასრულებისას პროფესორმა სერგო თაბაგარმა სერტიფიკატებით დააჯილდოვა კონფერენციის მონაწილეები. სერტიფიკატები ასევე გადაეცათ SYSSA-ს საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს.