2018 წლის 5-6 აპრილს ციურიხში ჩატარებულ EUA -ს ყოველწლიურ კონფერენციაში საქართველოდან მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები (პროფ. სერგო თაბაგარი - ვიცე-რექტორი სტრატეგიული მართვისა და განვითარების დარგში).
EUA-ს ყოველწლიური კონფერენცია ქმნის EUA-ს წევრების ნაშრომებს იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების სოციალურ პასუხისმგებლობასა და მისიაზე. აღნიშნული კონფერენციები მონაწილეებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ ევროპის უნივერსიტეტების მიდგომები სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებისადმი და აქტივობები, რომლებსაც ისინი აწარმოებენ საზოგადოების ფორმირების პროცესებში წვლილის შესატანად. კონფერენციები მოიცავს ინსტიტუციონალურ მაგალითებს, ნაციონალური და ევროპული პოლიტიკის მაგალითებსა და ინიციატივებს, რომელიც ნათელი ნიმუშია იმისა თუ როგორი უნდა იყოს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე უნივერსიტეტი დღეს.