2016 წლის 26-30 ივნისს თურქეთში ქ. სტამბულში გაიმართა ევროპის ფარმაკოლოგთა ფედერაციის მე-7 კონგრესი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პროფესორმა სერგო თაბაგარმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ბრეგვაძე-თაბაგარმა და ასისტენტ პროფესორმა ვერა მირცხულავამ.
კონგრესი მოიცავდა პლენარულ სესიებს, პრეზენტაციების სესიას და ვორქშოპს.
კონფერენციის თემატიკამ მოიცვა ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების ფართო ჩამონათვალი; მათ შორის ახლად აღმოჩენილი მარკერები და „ძველების“ გამოყენების ახალი შესაძლებლობები, კვლევის შედეგების ცხოველთა მოდელებიდან ადამიანზე ტრანსლაციის გაუმჯობესების საკითხები;
განიხილა რიგი დაავადებების (მაგ: ალერგიული) და სისტემების (კარდიოლოგია) ახალი მიდგომები ფარმაკოლოგიაში და დარღვევათა პოტენციური სამიზნეები.
კონგრესის მიმდინარეობას დაემთხვა თავდასხმა ათათურქის აეროპორტზე .
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი გამოთქვავს მწუხარებას და სოლიდარობას უცხადებს თურქეთის მოსახლეობას და დაღუპულთა ოჯახებს.