17 ივნისს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ,,სტუდენტური დღეები -2016’’- ის საზეიმო დახურვა გაიმართა. წლევანდელი ღონისძიება ეძღვნებოდა, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სპორტული, კულტურულ-შემოქმედებითი და ინტელექტუალური შეჯიბრებები.თითოეულ ტურში გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და მსაჯებმა გამოავლინეს . პროექტში ,,სტუდენტური დღეები-2016’’ 50-მდე უმაღლესი სასწავლებელი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი. ჩვენი სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული და წარმატებით ასპარეზობდნენ სხვადასხვა მიმართულებებში. ამასთანავე აღსანიშნავია,რომ ინტელექტუალურ მიმართულებაში ,, CITY GAME’-ს’ გამარჯვებული და I ადგილის მფლობელი სწორედ ჩვენი უნივერსიტეტი DTMU გახდა.
პროექტში გამარჯვებულ გუნდებს და ინდივიდუალურ შემსრულებლებს გადაეცათ ჯილდო და მადლობის სიგელები.
ვულოცავთ ჩვენს უნივერსიტეტს და სტუდენტებს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს.