2016 წლის 8 – 10 ივლისს სტრასბურგში (საფრანგეთი) ჩატარდა მე-5 ყოველწლიური კონფერენცია “European MD / PharmaD – PhD Conference 2016”, European MD/PhD Association (EMPA) და l”Association Médecine/Pharmacie Sciences (AMPS) ორგანიზებით, რომელშიც მონაწილეობდა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და დოქტორანტი, EMPA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი - ალექსანდრა ნადირაძე, და ასოციაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. კონფერენციაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის MD/PhD სტუდენტები და კურსდამთავრებულები. შეხვედრა ემსახურებოდა პროფესიული დისკუსიის სტიმულირებას. განხილული იქნა შემდეგი თემები: Perspective for early MD, PhD careers in Europe; Which medicine in future? Beyond fiction. ასევე ჩატარდა სხვადასხვა სამუშაო შეხვედრები (workshops):
• EMPA – Entertainment, Mutualism, Participation for All
• Tools and Methods for Good Bibliography – AMPS
• Building a Research Projects and writing grants, Prof. Jean-Marc Egly
• Big Data in Medicine – Yann Fleureau
• Biostatistics Tools for bench working – AMPS
• Writing of Science Article – Melissa MacCartney, PhD Project Director at AAAS,
• Biomedical Applications Development – Prof. Pierre-Antoine Gourraud.
კონფერენციის მსვლელობისას მოხდა EMPA-ს ოფიციალური წარდგენა, როგორც უკვე იურიდიულად დარეგისტრირებული ასოციაციისა, შესაბამისად გაიმართა პირველი გენერალური ანსამბლეა. ანსამბლეაზე მოხსენებით გამოვიდა ა. ნადირაძე თემაზე: Analyzing PhDs’ Opinions about MD-PhD Programs in Georgia.
კონფერენციის მსვლელობისას განისაზღვრა ასოციაციის სამომავლო გეგმები და ასოციაციის გრძელვადიანი მიზნები. დაისახა საქართველოში EMPA-ს და MD/PhD პროგრამების შემდგომი განვითარების გეგმა:
• საქართველოში ჩამოყალიბდეს MD/PhD პროგრამითდაინტერესებულიორგანიზაცია, რომელიც გააწევრიანებს MD და PhD სტუდენტებსა დაკურსამთავრებულებს.
• იურიდიულად ორგანიზაცია გახდეს EMPA-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში
• აირჩეს/დაინიშნოს EMPA-ს ქვეყნის (საქართველო) წარმომადგენელი. ამ პოზიციაზე ამ ეტაპზე განიხილება თამარ ედიბერიძე, ბავშვთა ნევროლოგი, PhD კანდიდატი.
• დაიგეგმოს შემდგომი თანამშრომლობა და სამომავლო ღონისძიებები, მათ შორის განიხილოს 2018 წელს EMPA2018 კონგრესის საქართველოში ჩატარება (მასპინძელი ორგანიზაცია დტსუ)
• დაიგეგმოს ერთობლივი კვლევები და პუბლიკაციები