23 დეკემბერს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ქ. რუსთავის საუნივერსიტეტო კამპუსში სტუდენტებმა პირველკურსელთა წვეულება მოაწყვეს ე.წ “Freshmen Party”. ღონისძიებას უძღვებოდნენ ამავე უნივერსიტეტის მე-5 კურსის სტუდენტები. წვეულებაზე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის დეკანის თანაშემწე იური მიგრიაული და საზღვარგარეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ტვილდიანი. მათ სტუდენტებს ახალი წლის დადგომა მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. ამის შემდგომ კი სტუმრების განწყობაზე ახალმა და ძველმა სტუდენტებმა ერთად იზრუნეს სიმღერების, ცეკვებისა და გასართობი აქტივობების მეშვეობით.