სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2011 წლის 16-20 თებერვალს ჩატარდა ტრენინგების ციკლი...
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2011 წლის 16-20 თებერვალს ჩატარდა ტრენინგების ციკლი, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი სამედიცინო სკოლა ”აიეტის” წარმომადგენლებმა: დეკანმა - პროფ. სერგო თაბაგარმა, და რექტორის თანაშემწემ - დავით ტვილდიანმა.
ტრენინგების პირველი ციკლი 16-18.02.2011 - "საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად" ეძღვნებოდა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შექმნის ძირითადი მიზნებისა და ჩარჩოდან გამომდინარე მოთხოვნების შესაბამისად უმაღლესი აკადემიური საგანმანთლებლო პროგრამებისა და სილაბუსების შემუშავების საკითხების განხილვას. ტრენინგის წარმართვაში მონაწილეობას იღებდნენ ტვინინგის პროექტის ”საქართველოში ბოლონიის პროცესის ამოცანების განსახორციელებლად შესაძლებლობების გაძლიერება“ (CEIBAL) გერმანელი (მარგარეტ შერმუცკი, კრისტოფერ მოსი) და ფრანგი (ტიერი კომი, ჟან-ლუკ ლამბოლე) ექსპერტები, რომლებმაც ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება აკადემიური საგანმანთლებლო პროგრამების პროფილის, სტრუქტურის, სწავლის შედეგებისა და სასწავლო დატვირთვის განაწილების საკითხებთან დაკავშირებით.
ტრენინგების მეორე ციკლის - 18-20.02.2011 - ,,აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად თვითშეფასების ანგარიშის მომზადება - ფარგლებში განხილულ იქნა ავტორიზაციის თვითშეფასების ანგარიშის რეკომენდაციებისა და აკრედიტაციის სტანდარტების პროექტები.
ტვინინგის პროექტის ”საქართველოში ბოლონიის პროცესის ამოცანების განსახორციელებლად შესაძლებლობების გაძლიერება“ (CEIBAL) გერმანელმა ექსპერტებმა (ინა გრიბი, შტეფან ბინეფელდი) წარმოადგინეს სტანდარტების შესაბამისად თვითშეფასების ანგარიშის მომზადების დასავლური გამოცდილების მაგალითები, რის შემდეგაც ტრენინგის სესიაზე მოანწილეებმა სტანდარტების სამუშაო ვერსიის შესაბამისად შეავსეს თვითშეფასების ანგარიშები. ანგარიშებზე დაყრდნობით მოხდა პრობლემური თემების იდენტიფიცირება და მოეწყო პრობლემების გადაჭრის გზების განხილვა.
ტრენინგის შემაჯამებელ სესიაზე განხორციელდა აკრედიტაციის სტანდარტების პროექტის მოდიფიცირება ტრენინგებზე დაგროვილი გამოცდილების გათვალიწინებით.