8 მარტს მონტენეგროში IFMSA-ს 66-ე ოფიცილურ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სამედიცინო სტუდენტთა ასოციის დელეგაცია. აღნიშნული შეხვედრა გამოირჩეოდა იმით რომ საქართველოს წარმომადგენლობა ასამბლეას ყველა კომიტეტის სხდომას დაესწრო.
საქართველოს დელეგაციის ნაწილი იყვნენ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 5 სტუდენტი: ბაბა ამბეტკარი,რუდიკო რუსია, ანა ხურცილავა, თამარ დვალაშვილი და ლევან მაჩიტიძე. GMSA-ს 6 კომიტეტს დავით ტვილდიანის 3 სტუდენტი ხელმძღვანელობდა.
IFMSA-ს 66-ე შეხვედრა განსაკუთრებულად ნაყოფიერი იყო საქართველოს წარმომადგენლობისთვის რადგან მათ შეძლეს როგორც ახალი კონტაქტების დამყარება ასევე სტუდენტებმა შეძლეს კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა IFMSA-ს სრული წევრობისკენ.