2017 წლის 11 სექტემბერს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერისტეტში გაიმართა პირველკურსელთა საორიენტაციო დღე. აღნიშნული დღე მიზნად ისახავდა ახალი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის სასწავლო გარემოსა და სპეციფიკის გაცნობას. სტუდენტების სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა ბნ. ლევან ტვილდიანმა, უნივერსიტეტის დეკანმა ქლბ. ნინო ბრეგვაძემ და პირველკურსელთა კოორდინატორმა ქლბ. ნანუკა გუგუშვილმა. მათ ისაუბრეს როგორც ზოგადად ექიმის პროფესიისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ, ასევე ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდებსა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მიღწევებზე, გააცნეს სტუდენტებს მათი პერსპექტივები და ის რთული ეტაპები, რომელთა გადალახვაც მოუწევთ დასახული მიზნების მისაღწევად. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ულოცავს სტუდენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს. ასევე უდიდეს მადლობას ვუხდით ჩვენს პირველკურსელ სტუდენტებს ჩვენი უნივერსიტეტის არჩევისა და მის მიმართ გამოხატული ნდობისთვის.