შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი”-ს სარეზიდენტო პროგრამაში ”საოჯახო მედიცინა’’ სპეციალობის მაძიებელთა მისაღებად 2018 წლის 14 მაისს გამოცხადებული ღია კონკურსის ვადები გაგრძელდეს კერძოდ, საბუთების მიღება და განხილვა - 15 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო შესარჩევი გამოცდა ჩატარდეს 22 სექტემბერს.
შპს “დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში” 2018 წლის 15 სექტემბერს სარეზიდენტო პროგრამაში ,,საოჯახო მედიცინა” სპეციალობის მაძიებელთა მისაღებად ცხადდება საჯარო კონკურსი 10 ვაკანტურ ადგილზე.
საკონკურსო პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად:
1. სარეზიდენტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც აქვს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალობით ,,სამკურნალო საქმე’’ და მოპოვებული აქვს რეზიდენტურის მაძიებლის სტატუსი; (შემდგომში მაძიებელი)
2. მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
2.1. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დამადასტურებელი დიპლომი და დიპლომის დანართი;
2.2. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა/სპეციალობის მაძიებლის სერთიფიკატი;
2.3. პირადობის/ქვეყნის რეზიდენტის მოწმობა;
2.4. ფოტოსურათი ზომით 3x4;
3. კონკურსი ტარდება 3 ეტაპად:
3.1. კონკურსანტის საბუთების შეფასება;
3.2. ინგლისურენოვანი ტესტური გამოცდა სპეციალობაში;
3.3. გასაუბრება საკონკურსო კომისიის წევრებთან
4. საბოლოო გადაწყვეტილება მაძიებლის სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის თაობაზე მიიღება გასაუბრების შემდეგ.
კონკურსის ვადები:
1) საბუთების მიღება: 2018 წლის 18 ივნისიდან- 2018 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, კვირის გარდა, 11: 00 სთ-იდან 16 : 00 სთ-მდე, შპს ,,დავით ტვილდიანის სამეიცინო უნივერსიტეტში‘’ (თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას 2/6, რეზიდენტურის დეპარტამენტში II სართულზე)
2) საბუთების განხილვა 2018 წლის 14-დან - 15 სექტემბრამდე;
3) ტესტური გამოცდა და გასაუბრება: 2018 წლის 22 სექტემბერს 12:00 სთ-ზე;
4) კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2018 წლის 24 სექტემბერს, ოფიციალურად შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი”-ს ვებ გვერდზე: www.dtmu.edu.ge
5) პროგრამა დაიწყება 2018 წლის 1 ოქტომბრიდან;
საკონტაქტო პირები:
1) ნინო რიგიშვილი (რეზიდენტურის დეპარტამენტის კოორდინატორი)
ტელ: 599 903 445; nini_rigishvili@yahoo.com
ელ.ფოსტა - residency@dtmu.edu.ge
2) ლიზა გოდერძიშვილი (რეზიდენტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი)
ტელ: 555 395 593; lizagoderdzishvili@gmail.com
3) მარიკა სუპატაშვილი (პროგრამის დირექტორი)
ტელ: 599 995 899