დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსტეტის სამედიცინო განათლების ცენტრი, ტრენინგ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, იწვევს დაინტერესებულ პირებს.
შინაარსი:
• პრობლემაზე–დაფუძნებული სწავლების (პდს) სესია
• პდს სესიის პროცესი და ელემენტები
• პდს ქეისი და მისი მიწოდება.
• პდს ტუტორი და ტუტორობა.
• რთული სიტუაციები პდს–ში და მათი მართვის შესაძლებლობები
• პდს გუნდი და გუნდის დინამიკა
• პდს შეფასების სისტემა, კატეგორიები და კრიტერიუმები
• როლური თამაში
ტრენინგს ჩაატარებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც აქვთ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ფორმატში სესიის წაყვანის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება.
მონაწილეობის საფასური შეადგენს 200 ლარს.
ტრეინინგ კურსი ჩატარდება:
• 2018 წლის 31 ოქტომბერი, 17:00– 20:00 სთ
• 2018 წლის 1 ნოემბერი, 17:00– 20:00 სთ
• 2018 წლის 2 ნოემბერი, 17:00– 20:00 სთ
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
აპლიკაციების ფორმის შევსების ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი, 2018 წელი
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსტეტის სამედიცინო განათლების ცენტრი დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ: vice_dean@aieti.edu.ge
ტრეინინგი ჩატარდება: ლუბლიანას ქ 2/6, თბილისი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი