შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“ ახალი სასწავლო 2021 წლის პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
რეგისტრაციის I ეტაპი: 1-4 სექტემბრის ჩათვლით ელ. ფოსტაზე registration@dtmu.edu.ge გთხოვთ, გადმოაგზავნეთ ელ. ვერსია:
*პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
*სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატის დედანი ან მისი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
*ელექტრონული ფოტოსურათი 3X4;
*სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (ვაჟებისთვის).
რეგისტრაციის II ეტაპი - მოიცავს ხელშეკრულების გაფორმებას. 6- 10 სექტემბრის ჩათვლით, 11:00 – 16:00სთ (მის.: ლუბლიანას ქუჩა 2/6, ტელ.:+995 322 51 68 98). უნივერისტეტში მოსვლის დრო გეცნობებათ წინასწარ, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე.
რეგისტრაციის (ეტაპი II) დროს წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი და მისი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
3. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (ვაჟებისთვის) და მისი ასლი;
4. 2 ფოტოსურათი 3/4 და ელ. ვერსია (CD).
18 წლამდე პირებმა ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინონ დაბადების მოწმობა და რეგისტრაციაზე უნდა გამოცხადდნენ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით. მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ყველა, გარდა 18 წლამდე პირისა, რეგისტრაციაზე დაიშვება თანმხლები პირის გარეშე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ registration@dtmu.edu.ge
სასწავლო წელი დაიწყება 20 სექტემბერს!
(დისტანციურად)