შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“, 2022 წლის 27 მაისს გამოცხადდეს მისაღები კონკურსი, ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის 2021-2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის 1 ვაკანტურ ადგილზე, შემდეგ სადოქტორო კვლევით განაცხადზე:
,,პრეოპერაციული სისუსტე და პოსტოპერაციული დარღვევები გერიატრიულ პაციენტებში საქართველოში.“
კონკურსში მონაწილეთა საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 27 ივნისიდან - 29 ივნისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი 0159, ლუბლიანას ქუჩა 2/6, შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი“. საკონტაქტო პირი – მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, თინათინ ზურაშვილი. ტელეფონი: 251-68-98, მობ: 599-64-19-79; ფაქსი 252-71-96. ელ.ფოსტა: phd@dtmu.edu.ge
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა გაიაროს ტესტური გამოცდა 2022 წლის 30 ივნისს.
კონკურსი ჩატარდება 01 - 02 ივლისს, რაც მოიცავს: საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი საბუთების შეფასებას, კონკურსანტთან გასაუბრებას.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2022 წლის 04 ივლისს.
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ სადოქტორო დებულების დანართით გათვალისწინებული შემდეგი საბუთები:
1. საკონკურსო განცხადება რექტორის სახელზე (დანართი 1);
2. სააპლიკაციო ფორმა (დანართი 2);
3. ავტობიოგრაფია (ნაბეჭდი და ელექტრონულივერსიები), რომელიც უნდა მოიცავდეს:
3.1 პირად ინფორმაციას - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი;
3.2 განათლება-წლები, სასწავლებლის დასახელება, აკადემიური ხარისხი, კვალიფიკაცია, ქვეყანა;
3.3 სამუშაო გამოცდილება–მუშაობის წლები, ორგანიზაციის დასახელება, თანამდებობა, მოვალეობები, მიღწევები, ქვეყანა;
3.4 ტრენინგები და კონფერენციები - თარიღი, დასახელება, ორგანიზატორი, ქვეყანა;
3.5 პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრობა;
3.6 ენების ცოდნა
3.7 კომპიუტერული პროგრამების ცოდნა – მიუთითეთ კომპიუტერული პროგრამების ჩამონათვალი და ცოდნის დონე;
3.8 დამატებითი ინფორმაცია - ჰობი, სპეციფიკური უნარ-ჩვევები, პუბლიკაციები და სხვა.
4. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
5. ფოტო 3X4 2 ცალი;
6. უმაღლესი განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი, უცხოეთშიმიღებული განთლებისა და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ დოკუმენტის შემთხვევაშ იდაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდბლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი და მიღებული განთლების აღიარების შესახებ დოკუმენეტები);
7. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, კონკურსანტი ჩააბარებს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტესტურ გამოცდას)
8. ორი რეკომენდაცია-დახასიათება (დანართი 3), ამასთან:
თუ აპლიკანტი დასაქმებულია:
• ერთი რეკომენდაცია-დახასიათება აპლიკანტის ბოლო სამუშაო ადგილიდან დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით
• მეორე რეკომენდაცია-დახასიათება უმაღლესი სასწავლებლის პროფესორისგან;
თუ აპლიკანტი არ არის დასაქმებული:
• ორივე რეკომენდაცია - დახასიათება – უმაღლესი სასწავლებლის პროფესორისგან.
9. სამუშაო ადგილიდან ხელმძღვანელის თანხმობის წერილი აპლიკანტის დოქტორანტურაში 420 საათიან დასწრებულ სწავლებაზე.
10. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
11. სამეცნიერო შრომების სია (არსებობის შემთხვევაში) თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (1 ეგზემპლარი);
კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში, ასევე განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.dtmu.ge.