შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში” 2022 წლის 30 მაისიდან სარეზიდენტო პროგრამაში ,,შინაგანი მედიცინა” სპეციალობის მაძიებელთა მისაღებად გამოცხადდეს ღია საჯარო კონკურსი 5 ვაკანტურ ადგილზე:
საკონკურსო პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად:
1. სარეზიდნტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა ,,სამკურნალო საქმე’’ - სპეციალობით და მოპოვებული აქვს რეზიდენტურის მაძიებლის სტატუსი (შემდგომში მაძიებელი);
2. მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
2.1. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი და დიპლომის დანართი;
2.2. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა/სპეციალობის მაძიებლის სერთიფიკატი;
2.3. პირადობის/ქვეყნის რეზიდენტის მოწმობა
2.4. 2 ფოტოსურათი ზომით 3*4 ;
3. კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:
3.1. კონკურსანტის საბუთების შეფასება;
3.2. ინგლისურენოვანი ტესტური გამოცდა სპეციალობაში;
3.3. გასაუბრება საკონკურსო კომისიის წევრებთან.
4. საბოლოო გადაწყვეტილება მაძიებლის სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის თაობაზე მიიღება გასაუბრების შემდეგ.
კონკურსის ვადები:
1) საბუთების მიღება: 2022 წლის 30 მაისიდან - 2022 წლის 10 ივნისის ჩათვლით, ყოველდღე, კვირის გარდა, 11:00 სთ-იდან 16:00 სთ-მდე, შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში” (თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას 2/6, რეზიდენტურის დეპარტამენტი II სართული);
2) საბუთების განხილვა 2022 წლის 14 ივნისი;
3) ტესტური გამოცდა და გასაუბრება: 2022 წლის 18 ივნისი 10:00 სთ-ზე;
4) კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს: 2022 წლის 20 ივნისს, ოფიციალურად შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი”-ს ვებ გვერდზე: www.dtmu.edu.ge;
5) პროგრამა დაიწყება 2022 წლის 01 სექტემბრიდან
საკონტაქტო პირები:
1) ნინო რიგიშვილი (რეზიდენტურის დეპარტამენტის კოორდინატორი)
ტელ: 599 903 445; nini_rigishvili@yahoo.com
2) ლიზა გოდერძიშვილი ( რეზიდენტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი)
ტელ: 555 395 593; lizagoderdzishvili@gmail.com