შპს "დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი"-ს, მედიცინის ფაკულტეტის უმაღლეს სამედიცინო სკოლაში "აიეტი", 2022 წლის 26 სექტემბრიდან გამოცხადდეს "დავით ტვილდიანის სახელობის სტიპენდიის" კონკურსი.
საკონკურსო განაცხადებისა და საბუთების მიღება იწარმოებს 29 სექტემბრიდან – 06 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე, სამუშაო საათების განმავლობაში, შესაბამისი კურსის კოორდინატორებთან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
1. გასული (არსებობის შემთხვევაში მიმდინარე) აკადემიური წლის აკადემიური მოსწრების ამონაწერი და საგამოცდო სესიების შედეგები.
2. გასული (არსებობის შემთხვევაში მიმდინარე) აკადემიური წლის რეიტინგის ჯამური მაჩვენებელი (CGPA – Cumulative Grade Point Average).
3. მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს მიღწევებს სასწავლო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში (ამასთან საჭროების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია).
4. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია უნივერსიტეტის ყველა, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, მეორე კურსიდან მეექვსე კურსის ჩათვლით.
5. სტიპენდიანტი შეირჩევა და შესაბამისი სტიპენდია გაიცემა ერთი აკადემიური წლის ვადით.
6. საკონკუროს კომიის მიერ საბუთების განხილვის ვადები: 07 ოქტომბერი – 15 ოქტომბერი.
7. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არაუგვიანეს 17 ოქტომბრისა.
კონკურსის შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.dtmu.ge