შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“, 2023 წლის 23 მარტს გამოცხადდეს კონკურსი, ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე დოქტორანტების მიღების მიზნით, 2022-2023 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის 1 ვაკანტურ ადგილზე, შემდეგ სადოქტორო კვლევით განაცხადზე: „ცერებრული დამბლის რისკის ადრეული აღმოჩენის და ინტერვენციის სერვისების იმპლემენტაცია რისკის მქონე ჩვილებში, ფსიქო-მოტორული განვითარებისა და დედათა ჯანმრთელობის ხელშესაწყობად“.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 20 აპრილიდან – 24 აპრილის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0159, ლუბლიანას ქ. 2/6, შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი”. საკონტაქტო პირი - მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მარიამ ვაჩნაძე: ტელ: 251-68-98; 5 91 94 50 58, ფაქსი 252 71 96 ელ.ფოსტა: phd@dtmu.edu.ge.
ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა გაიაროს ტესტური გამოცდა 2023 წლის 25 აპრილს.
კონკურსი ჩატარდება 27-28 აპრილს, რაც მოიცავს: საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი საბუთების შეფასებას, კონკურსანტთან გასაუბრებას.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2023 წლის 4 მაისს.
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ სადოქტორო დებულების დანართით გათვალისწინებული შემდეგი საბუთები:
1. საკონკურსო განცხადება რექტორის სახელზე (დანართი 1);
2. სააპლიკაციო ფორმა (დანართი 2);
3. ავტობიოგრაფია (ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები), რომელიც უნდა მოიცავდეს:
3.1 პირად ინფორმაციას - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი;
3.2 განათლება-წლები, სასწავლებლის დასახელება, აკადემიური ხარისხი, კვალიფიკაცია, ქვეყანა;
3.3 სამუშაო გამოცდილება-მუშაობის წლები, ორგანიზაციის დასახელება, თანამდებობა, მოვალეობები, მიღწევები, ქვეყანა;
3.4 ტრენინგები და კონფერენციები - თარიღი, დასახელება, ორგანიზატორი, ქვეყანა;
3.5 პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრობა;
3.6 ენების ცოდნა
3.7 კომპიუტერული პროგრამების ცოდნა –მიუთითეთ კომპიუტერული პროგრამების ჩამონათვალი და ცოდნის დონე;
3.8 დამატებითი ინფორმაცია - ჰობი, სპეციფიკური უნარ-ჩვევები, პუბლიკაციები და სხვა.
4. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
5. ფოტო 3X4 2 ცალი;
6. უმაღლესი განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი, უცხოეთში მიღებული განთლებისა და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ დოკუმენტის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდბლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი და მიღებული განთლების აღიარების შესახებ დოკუმენეტები);
7. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, კონკურსანტი ჩააბარებს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტესტურ გამოცდას)
8. ორი რეკომენდაცია-დახასიათება (დანართი 3), ამასთან:
თუ აპლიკანტი დასაქმებულია:
• ერთი რეკომენდაცია-დახასიათება აპლიკანტის ბოლო სამუშაო ადგილიდან დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით;
• მეორე რეკომენდაცია-დახასიათება უმაღლესი სასწავლებლის პროფესორისგან;
თუ აპლიკანტი არ არის დასაქმებული:
• ორივე რეკომენდაცია - დახასიათება – უმაღლესი სასწავლებლის პროფესორისგან.
9. სამუშაო ადგილიდან ხელმძღვანელის თანხმობის წერილი აპლიკანტის დოქტორანტურაში 420 საათიან დასწრებულ სწავლებაზე.
10. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
11. სამეცნიერო შრომების სია (არსებობის შემთხვევაში) თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (1 ეგზემპლარი);
კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში, ასევე განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.dtmu.ge.