2019 წლის 27 თებერვალს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო ლისი მერეში ჩატარდა. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს ამავე უნივერსიტეტის რექტორმა ბნ-მა ლევან ტვილდიანმა და ვიცე-დეკანმა ბნ. პაატა ცაგარეიშვილმა. მე-6 კურსის საუკეთესო სტუდენტად წელს ჯო მგბაკირი შერონ ნდაიოსუნუ დასახელდა. უნივერსიტეტის რექტორმა მას დავით ტვილდიანის სახელობის ჯილდო და ფულადი პრიზი გადასცა. დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა ადნეკენ ოლუვადამილოლა ოპეიემიმ თავის კურსელებთან ერთად „ჰიპოკრატეს ფიცი“ წარმოთქვა. ფიცი დასტურია იმისა, რომ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტები აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას, არასოდეს დაივიწყებენ მას და მუდამ იზრუნებენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, რადგან სწორედ მათი პროფესია უკავშირდება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას.
კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის ვიცე-დეკანმა ბნ. პაატა ცაგარეიშვილმა სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცა. ამის შემდგომ კურსდამთავრებულებმა ფიცს ხელი მოაწერეს და მათთვის განკუთვნილი ბრედირებული გულსამაგრები მიიღეს.
ცერემონიალის დასასრულს კი სტუდენტებმა ტრადიციის თანახმად ჰიმნი (Gaudeamus Igitur) შეასრულეს.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი 2018 წლის კურსდამთავრებულებს წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს.