2019 წლის, 25 ოქტომბერს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო სწავლების დოქტორანტის მარინე მალაზონიას სადისერტაციო ნაშრომის: "ნუტრიციული სტატუსის შეფასება ქართული პოპულაციის ჯანმრთელ ხანდაზმულ პაციენტებში" საჯარო დაცვა.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ: გულიკო დვალი (ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოც. პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი); სერგო თაბაგარი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი).
სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური ექსპერტები/ოპონენტები იყვნენ: ნათელა ბასიშვილი(მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასიტენტ-პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი); გურამ სანადირაძე(მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი); გელა სულაბერიძე(მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი).
ფარული კენჭისყრის შედეგად საკვალიფიკაციო საბჭომ მარინე მალაზონიას მიანიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.