შაბათს, 7 დეკემბერს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა გაცნობითი ხასითის შეხვედრა USMLE გამოცდასთან დაკავშირებით.
USMLE -ეს არის სამსაფეხურიანი გამოცდა,სამედიცინო ლიცენზიის მისაღებად, რომელიც აფასებს ცოდნის,კონცეფციების და პრინციპების გამოყენების უნარს.
ღონისძიების ფარგლებში ჩვენმა კურსდამთავრებულებმა, დავით მაღლაკელიძემ და გიორგი კერესელიძემ,რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს USMLE -ის გამოცდის „სტეპები“, მათ გაგვიზიარეს თავინთი გამოცდილება და შთაბეჭდილება , სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს მისცეს მნიშვნელოვანი რჩევები აღნიშნულ გამოცდასთან დაკავშირებით.
განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა: აშშ-ს სალიცენზიო გამოცდისთვის სტუდენტების მომზადება,რეზიდენტურაში მიღების კრიტერიუმები,სააპლიკაციო ფორმა რეზიდენტურაში, გამოცდისა და მისი მოსამზადებელი პერიოდის საშუალო დანახარჯი.
შეხვედრის მსვლელობისას დაისვა მრავალი შეკითხვა და წარიმართა საინტერესო დიალოგი.
აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა ერთგვარ გზამკვლევს იმ სტუდენტთათვის,ვისაც პროფესიული წინსვლა სურს.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 200-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა საერთაშორისო სალიცენზიო გამოცდები ( USMLE, PLAB, MCI ) და უკვე გაიარა ან ამჟამად გადის რეზიდენტურას აშშ-სა და ევროპის წამყვან კლინიკებში. პრაქტიკულად, ყველა „აიეტელი“ წარმატებულ სამედიცინო საქმიანობას ეწევა, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.