ეპილეფსია - თავის ტვინის ქრონიკული დაავადებაა. მსოფლიო მოსახლეობის 1%-ს , დაახლოებით 60 მილიონ, საქართველოში კი დაახლოებით 40 ათას ადამიანს აქვს ეპილეფსია.
ყოველი წლის თებერვალის მეორე ორშაბათს, მსოფლიოს 120 -ზე მეტ ქვეყანაში ადამიანები ერთიანდებიან ეპილეფსიის მქონე პაციენტების და მათი ოჯახების დასახმარებლად. ეპილეფსიის მკურნალობის წარმატებისათვის, უმნიშვნელოვანესია არამარტო სწორად დასმული დიაგნოზი და მკურნალობა, არამედ პაციენტისა და საზოგადოების ინფორმირება.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივესრიტეტის სტუდენტები და პროფესორ -მასწავლებლები ტრადიციულად უერთდებიან ამ გამოწვევას. ამა წლის 10 თებერვალს დტმუ-ს პროფესორმა ლიანა ყანდარელმა ლექციის, ხოლო სტუდენტებმა საინფორამციო ბუკლეტების გავრცელების სახით საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ეპილეფსიისა და ეპილეფსიური გულყრის შემთხვევაში პირველი დახმარების შესახებ.
• ეპილეფსია შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის, სქესისა და სოციალური ფენის ადამიანს.
• ზუსტი დიაგნოსტიკისა და სწორად შერჩეული მედიკამენტოზური მკურნალობისას, შემთხვევათა 70-80% განკურნებადია.
• ყველა გულყრა არ ნიშნავს ეპილეფსიას.