ეპილეფსიის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ყოველი წლის თებერვლის მეორე ორშაბათს, მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყანა ერთიანდება.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი ტრადიციულად, წელსაც შეუერთდა საერთაშორისო ძალისხმევას ეპილეფსიის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად.
დავით ტვილდიანის სამედიცონო უნივერსიტეტის პროფესორები აქტიურად იყვნენ ჩართულნი 2022 წლის 14 თებერვალს ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გამართულ ვებინარში.
ვებინარის ფარგლებში განიხილეს საქართველოში ეპილეფსიის მქონე პირების პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები.