2 თვიანი მომზადების შემდეგ, 2022 წლის თებერვალში დაწყებულია საერთაშორისო კვლევა WPA/CINP study on Tool develOpment for Psychosis. ჩატარებულია პირველი სამუშაო შეხვედრაც. კვლევის მიზანია, ფსიქიატრიაში ფარმაცევტული პრეპარატების გვერდითი ეფექტების შეფასების ახალი მეთოდის შემუშავება. პროექტში მონაწილეობენ გუნდები 34 ქვეყნიდან. თითოეულ გუნდს ევალება კვლევაში ჩართოს მინიმუმ 100 პაციენტი. პირველ რიგში, ჩატარდა კვლევაში ჩართული კლინიკური გუნდების ტრენინგ სესია. შეხვედრა გახსნა ფსიქიატრიის მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტმა პროფ. Afzal Javed-მა. კვლევის კონცეფცია და კონსორციუმი წარადგინა პროექტის ხელმძღვანელმა პროფ. Kostas Fountoulakis-მა (სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი). მონაწილეებს პირველი ტრენინგი ჩაუტარა ფსიქიატრმა Eva-Maria Tsapakis-მა სალონიკიდან. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტიდან კვლევაში ჩართულები არიან პროფ. გიორგი ნანეიშვილი და მოწვეული პედაგოგი მარიამ ჭელიძე, ხოლო კოორდინირებას უწევს დტსუ-ს სამეცნიერო-კვლევითი სამსახური.
პროექტი არის კიდევ ერთი ნაბიჯი დტსუ-ში კვლევის ინტერნაციონალიზაციის პროცესში ჩართულობის და ჩვენ ვაგრძელებთ სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტთან ხანგრძლივ და წარმატებულ თანამშრომლობას, მათ შორის ფსიქიატრიის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ პროფ. Fountoulakis-თან თანამშომლობა დაიწყო 2020 წელს (საერთაშორისო კვლევები “COVID-19 mental health international for Students” [COMET-S] და “Attenuated Psychosis and conspirasism study” [ATTENTION Study], მკლევარი დტსუ-ში - ასოც. პროფ. ილია ნადარეიშვილი, სტუდენტები ანა სინაურიძე, ანა ცქიტიშვილი). თანამშრომლობის შედეგად იგეგმება სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნება.