28-31 აგვისტოს ქ. დუბროვნიკში, ხორვატიის რესპუბლიკაში ჩატარდა ევროპის დედაქალაქების უნივერსიტეტების ქსელის (Network of Universities from the Capitals of Europe – UNICA) მე-7 მასტერ-კლასი და სადოქტორო სწავლების პროგრამაში დასაქმებული პროფესიონალებისთვის (Professionals in Doctoral Education – PRIDE) მოკლე სასწავლო კურსი (http://www.pride-project.eu/Training). UNICA მასტერ-კლასი და PRIDE მოკლე სასწავლო კურსი გაიარა ევროპის 13 ქვეყნის უნივერსიტეტების აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა თანამშრომელმა, მათ შორის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ თინათინ ზურაშვილმა და სამეცნიერო კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელმა ვერიკო მირცხულავამ.
მასტერ-კლასი და მოკლე სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა სადოქტორო სწავლების ორგანიზების თანამედროვე პრინციპების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებას ევროპის უნივერსიტეტების სადოქტორო სწავლების პროგრამების აკადემურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის, სადოქტორო სწავლების პროგრამაში მომუშავე ადმინისტრაციული პერსონალის სამუშაო აღწერილობების განხილვას და ადაპტირებას სადაქტორო სწავლების თანამედროვე მოთხოვნებთან, სამეცნიერო ხელმძღვანელის მოვალეობების განხილვას და ადაპტირებას სადოქტორო სწავლების თანამედროვე მოთხოვნებთან და დოქტორანტებისთვის შემდგომი კარიერის განვითარების ხელშეწყობას.