7 აპრილს ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯში“ გაიმართა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ტრადიციული თეთრი ხალათების გადაცემის ცერემონიალი.
ღონისძიებაზე უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს სწავლების კლინიკურ ნაწილზე გადასვლა მიულოცა უნივერსიტეტის დეკანმა ქლბ-მა ნია ბრეგვაძემ და სიტყვით გამოსვლის შემდგომ სტუდენტებს თეთრი ხალათები გადასცა. ახალი ტრადიციის თანახმად მესამე კურსის სტუდენტებმა ცერემონიალის შემდგომ ანაბეჭდები დატოვეს სპეციალურად მათთვის დამზადებულ ნახატზე , რომელიც შემდეგ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გამოიფინება.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ბნ. გიორგი ჯავრიშვილს საგამოფენო სივრცის დათმობისთვის.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს სწავლების ახალ ეტაპზე გადასვლას და პროფესიულ წინსვლას ვუსურვებთ.